|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ამ დროისათვის მერობის 3 კანდიდატია რეგისტრირებული

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქუთაისის მერობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად განაცხადი 3 პარტიას აქვს შეტანილი. "შენების მოძრაობიდან" - ალუდა გოგლიჩიძეს,  "პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი" წარმოგვიდგენს –გრიგოლ ბახტაძეს,  ხოლო "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირიდან" ქუთაისელების ნდონის მოსაპოვებლად  ქალაქისათვის უცნობი კანდიდატი - აკაკი ლოლომაძე იბრძოლებს.

 მერობის მსურველებს განაცხადის გასაკეთებლად ერთი დღე დარჩათ.  საოლქო კომისიაში  პარტიული სიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადა 21 სექტემბერს 18. 00 საათზე იწურება.

სიის გადამოწმებისათვის საოლქო კომისიას 2 დღის ვადა აქვს. ამ წესით ხდება პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის საბუთების შემოწმება და რეგისტრაციაში გატარება. 

პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის. 

რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, მაჟორიტარ კანდიდატს ან მერობის კანდიდატს ეძლევათ შესაბამისი მოწმობა. 

ასევე,  ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე, იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე, ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა