დაირღვა თუ არა უსაფრთოების ნორმები? -ქუთაისის მეტალურგიულ საწარმოში თანამშრომელი დაიღუპა
ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანა ,,ამბიკონ სტილს"-ში 48 წლის თანამშრომელი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული სამშენებლო მანქანაზე ადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა და სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინათ მოხდა.
გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ მეტალურგიულ ქარხანაში, თუმცა იყო თუ არა დარღვეული უსაფრთხოების წესები არ საუბრობენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა