|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ზებრა გადასასვლელების დახაზვა მიმდინარეობს

ქუთაისის ქუჩებში ე.წ ზებრა გადასასვლელების დახაზვა კვლავ მიმდინარეობს. ამჟამად  დაიხაზა მესხიშვილის თეატრთან არსებული გზაჯვარედინი, სადაც გადასასვლელის არარსებობა მოქალაქეებს პრობლემას უქმნიდა. ზებრა გადასასვლელების დახაზვა ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების"  სამსახურს  დაევალა, რომელიც გზების დახაზვას და ბეტონზე საგზაო ნიშნების მოწესრიგებას უზრუნველყოფს. აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად დასუფთავების სამსახურმა სპეციალური დანადგარი სახელწოდებით "ლაინო ლაზერი" შეისყიდა. 

შეგახსენებთ, საპატრულო პოლიცია ქვეითად მოსიარულეებს გზის არასწორად გადაკვეთის გამო 10 ლარით აჯარიმებს, მძღოლებს კი, რომლებიც ზებრა გადასასვლელზე მოქალაქეებს გზას არ უთმობენ 20 ლარით ჯარიმდებიან.

  

 

 

 

 

 

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა