|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააპელაციო სასამართლომ ბაღების გაერთიანების სარჩელი არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბაგა-ბაღების გაერთიანების სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლეებმა თამარ სვანიძემ, ირინა პერანიძემ და სიმონ ჩხაიძემ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვეს. შედეგად, ნომერ 13 ბაგა-ბაღის გამგე მაკა აბულაძე თანამდებობას შეინარჩუნებს. განაჩენი დღეს გახდა ცნობილი. მაკა აბულაძის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იცავდა.
"სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალლაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. მადლობა, რომ დაგვიბრუნეს სამართლიანი სასამართლოს განცდა. მოსამართლეებმა ბათილად ცნეს გაერთიანების ბრძანება ჩემი გათვაისუფლების შესახებ“,-განაცხადა მაკა აბულაძემ.

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა ბაღების გაერთიანების წარმომადგენელი. როგორც ბაღების იურისტმა რამაზ იობიძემ განმარტა, სავარაუდოდ, ყველა განაჩენი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა