|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილი ტროტუარზე (PHOTO)

ქუთაისში ტროტუარზე ავტომობილების პარკირების უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა. პრობლემა „ნიუპრესმა“ არაერთხელ გააშუქა. იმის გამო, რომ ტროტუარების ძირითადი ნაწილი ავტომობილებს უჭირავს,  ქვეითად მოსიარულეებს სავალ ნაწილზე უხდებათ გადასვლა, რაც საავარიო სიტუაციების საფრთხეს ზრდის. საგზაო მოძრაობის წესებს მხოლოდ რიგითი მოქალაქეები არ არღვევენ.   ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ავტომობილის პარკირება სწორედ ქვეითების სამოძრაო ნაწილზე მოახდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ავტომობილის მფლობელს, რომელიც ტროტუარზე ავტომობილს გააჩერებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დააჯარიმებენ.

 

 

 

   

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა