|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ხელფასი 1350 ლარით გაიზარდა

ქუთაისის მერიის პარალელურად, სახელფასო ანაზღაურების ზრდა მოხდა საკრებულოშიც. ისევე როგორც ქალაქის  მერს, ხელფასი არ გაზრდია საკრებულოს თავამჯდომარეს, მისი  ხელფასი  2 750 ლარი დარჩა, თუმცა მათ სხვებისაგან განსხვავებით, ფინანსური ჯილდოს მიღების უფლება რჩებათ. 

1 350 ლარით გაიზრდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ხელფასი და 3500 ლარი გახდა. კომისიის და ფრაქციების თავმჯდომარეებს ხელფასი 1900 ლარით განესაზღვრათ და ის 200 ლარით არის გაზრდილი.

ქუთაისის საკრებულოში ხუთი ფრაქცია და ხუთი კომისიაა, ასევე ხუთი ფრაქციის თავმჯდომარეს მოადგილეები დაენიშნათ, რომელთა ხელფასის ოდენობაც 1 200 ლარია.

საკრებულოში განყოფილებების ხელმძღვანელების ხელფასი 1300 ლარია, სპეციალისტებს, კატეგორიების მიხედვით, 1100-დან 900 ლარამდე ანაზღაურება აქვთ.

საკრებულოს სახელფასო ფონდი მხოლოდ 54 000 ლარით გაიზარდა. სახელფასო ფონდის მატება ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების დანიშვნის გამო მოხდა, რომელთა წლიური ანაზღაურებაც 72 ათას ლარს შეადგენს. საკრებულოში განმარტავენ, რომ თანხის სხვაობა საკრებულოში დანამატებისთვის განკუთვნილი ფონდიდან შეივსო.

საკრებულოს თავმჯომარის მოადგილის რამაზ ჩხიკვაძის განცხადებით კი, რომ არა ფრაქციის თავმჯდომარეების დანიშვნა, საკრებულოს სახელფასო ფონდი დარჩებოდა იგივე, რაც წინა წელს.

"ქუთაისი მუნიციპალიტეტის სახელფასო ფონდი ფაქტიურად არ გაზრდილა. მოხდა მხოლოდ 54 400 ლარის ზრდა, რომელიც გამოწვეულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომლის მიხედვითაც, ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეებს დაენიშნათ ხელფასი. ამ ცვლილების მიხედვით, ფონდი უნდა გაზრდილიყო 72 ათასი ლარით, რაც განსაზღვრულია მათ ხელფასზე,  თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების წლიური ხელფასისთვის ბიუჯეტი მხოლოდ 54 000 ლარით გაგვეზარდა, დარჩენილი18 ათასი ლარი არსებული ბიუჯეტიდან შეივსო, რომ არა ფრაქციის თავმჯდომარეების დანიშვნა, საკრებულოს სახელფასო ფონდი დარჩებოდა იგივე, რაც წინა წელს იყო", -განაცხადა რამზა ჩხიკვაძემ.

დღეის მდგომარეობით, საკრებულოს სახელფასო ფონდმა 839 400 ლარი შეადგინა. 

 

"ხელფასების ზრდა პრემია-დანამატების გაუქმების მოტივით, არის მოსახლეობის მოტყუება"

რა ოდენობით გაიზარდა ხელფასები ქუთაისის მერიაში?

შემცირებული შტატები და გაზრდილი სახელფასო ფონდი ქუთაისის მერიაში

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა