|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო კომისიის წინააღმდეგ სასამართლო დავას "საია" აგრძელებს

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში გასაჩივრებული სამივე საქმე საოლქო კომისიის გამარჯვებით დასრულდა.

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა საარჩევნო ბლოკის "ლორთქიფანიძე, კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოს"  სარჩელის განხილვა.  გუშინ კი სასამართლომ "ლეიბორისტული პარტიისა" და "საიას" სარჩელები განიხილა, რომელიც ანალოგიური შედეგით დასრულდა.

გოგი წულაიას განცხადებით, ჯერ არ არ აქვთ გადაწყვეტილი გააგრძელებენ თუ არა დავას შემდგომ ინსტანციაში. სასამართლო დავის  გაგრძელებას ამ დროისათვის მხოლოდ "საია" აპირებს.

ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის გიორგი სანტურიანის განცხადებით, ორგანიზაცია სარჩელს სააპელაციო სასამართლოში დღეს შეიტანს. პროცედურის მიხედვით, საკითხის განხილვა ერთ დღეში მოხდება.

საოლქო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებას მხოლოდ სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ შეძლებს. თუმცა, როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, სასამართლოს გადაწყვეტილება არსებულ შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

შეგახსენებთ, საია სასამართლოში ქუთაისის სამი უბნის  #80, #87 და #110 შედეგებს ასაჩივრებს. საქმე შემაჯამებელ ოქმში შედეგების გადასწორებას უკავშირდება.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა