|
  • EUR 1 = GEL 3.6402
  • USD 1 = GEL 3.0737
|

ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ორზოლიანი 19 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ორზოლიანი 19 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა. მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა ვიცე-პრემიერთან ერთად გახსნა.

ახალი მონაკვეთის გახსნის შედეგად, გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი გახდება ორივე მიმართულებით. ქუთაისის შემოვლითი გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

ქუთაისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის (E60) ერთ-ერთი მონაკვეთია.

მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობამ გზის ახალი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა, რასაც 200 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

შემოვლიი გზა განტვირთავს ქუთაისს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების ნაკადისგან და შეამცირებს მგზავრობის დროს.

ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობას 4 მონაკვეთიდან 3 მონაკვეთზე ქართული კომპანია “ბლექ სი გრუპი“ ასრულებს, ხოლო გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოები აზერბაიჯანულმა კომპანია „აკორდმა“ დაასრულა.

ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტარქტორის სახით პირველად ახორციელებს. ქუთაისის შემოვლითი გზის სრულად დასრულების შემდეგ, მანძილი მცირდება 7 კმ-ით, მგზავრობის დროს, იგივე მონაკვეთის გავლას 1 საათის ნაცვლად დასჭირდება 20-25 წუთი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.45%
უარყოფითად - 46.97%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.58%
სულ - 66 ხმა