ქუთაისის "ტორპედოს" ახალი დირექტორი ყავს
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი დირექტორი ყავს. როგორც "ნიუპრესისთვის" გახდა ცნობილი, კლუბის აღმასრულებელ დირექტორად თემურ ჩეჩელაშვილი ოფიციალურად დღეს დაინიშნა.
არსებული ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს კლუბის მერიისათვის გადმობარების პროცესი, რაც ჯერ არ დასრულებულა.
როგორც ირკვევა, მერიასა და ზაალ ჩაჩავას შორის ურთიერთობის გარკვევა სასამართლოში გაგრძელდება, რადგან ჩაჩავა ვალის აღიარებაზე უარს აცხადებს.
"ნიუპრესის" ინფორმაციით, ქუთაისის მერია ჩაჩავას წინააღმდეგ სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა