|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოს" ფასი განახევრდა

ქუთაისის "ტორპედოს" ფასი თითქმის  განახევდრა. აუქციონის ჩაშლის შემდეგ მერიამ თანხა მნიშვნელოვნად შეამცირა. ქუთაისის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის განცხადებით, თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში მოხდა თანხის შეცვლა, რადგან გუნდი არ გაიყიდა.

"580 000 ლარამდე იყო შეფასებული, 300 000 ლარამდე მოხდა ფასის შემცირება. ასევე  ჩაიდო პირობა თანხის გადახდის ორწლიანი ვადით განწილადების შესახებ.  თვითმმართველობის კომპეტენციიდან გამომდინარე,  ამის შეთავაზებაა შესაძლებელი", -განაცხადა კოტე ქავთარაძემ. მისივე განმარტებით, ფაქტი, რის გამოც კლუბი არ გაიყიდა, შესაძლოა, ის პირობები იყოს, რაც ჩაიდო მისი გაიჯარებისთვის.

"დაინტერესება არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება კლუბის პირველ ჯერზე გაყიდვა. უბრალოდ, ღირებულება იყო ძვირი, რადგან აქ არ შედის ქონება, სტადიონის და ბაზის სახით,  ვალდებულობების ფონზე, ალბათ, ყველას არ შეუძლია შეიძინოს, დაახარჯოს წლიურად ნახევარი მილიონი და გაიყვანოს გუნდი  საერთაშორისო ლიგაზე"-განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

იმ შემთხვევაში,  თუ გუნდი აუქციონზე არ გაიყიდება, მასზე შემდომი რეაგირება სახელმწიფოს კანონმდებლობიდან მოხდება.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" აუქციონი  ჩაიშალა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი