|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს ლეგენდარული მოჭიდავე კოლია ქვარიანი უბრუნდება

ქუთაისის სპორტული განყოფილების მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ ქუთაისელი მოჭიდავის, კოლია ქვარიანის ცხედარს მშობლიურ ქალაქში გადმოასვენებენ. როგორც შეხვედრაზე  აღინიშნა, მერია აქტიურად მუშაობს, რომ ცხედარი სამშობლოს 2016 წლისათვის დაუბრუნდეს.

ქართველ პროფესიონალი მოჭიდავეს, მსახიობსა და მოჭადრაკეს, კოლა ქვარიანს დიდი დამსახურება მიუძღვის 20-იანი წლების ქუთაისში ახალგაზრდა ფალავნების აღზრდისა და დაოსტატების საქმეში.  როგორც ცნობილია, ის სტალინის დახმარებით წავიდა ქუთაისიდან და მსოფლიოს ყველა ტატამზე გაიმარჯვა.

 მის ცხედარი აშშ–ში,  ღატაკთა სასაფლაოზეა დასაფლავებული. მოჭიდავის საფლავს 27 წლის განმავლობაში  უშედეგოდ ეძებდნენ.

მას საბოლოოდ  ქუთაისელმა ჟურნალისტმა,  მანუჩარ კაჭახიძემ ოთხწლიანი ძებნის შემდეგ მიაკვლია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა