|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 3 ნოემბერს წყვილთა რბოლა და დრიფტის შოუ გაიმართება

ქუთაისში 3 ნოემბერს  „წყვილთა რბოლა და დრიფტის შოუ“ გაიმართება. 

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერის ერთადერთი მონაწილე და სავარაუდო გამარჯვებული "დასავლეთ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციაა". 

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნიკო სვანიძის განცხადებით, ქუთაისში მათ ანალოგიური შეჯიბრი რამდენჯერმე გაუმართავთ, ნოემბერში დაგეგმილი ტურნირით კი წელს წყვილთა რბოლა დამთავრდება.

"დაახლოებით 50 ავტომოყვარული მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი რამდენიმე კატეგორიაში გაიმართება. ავტო სპორტის ერთ-ერთ სახეობაში 12 გამარჯვებული გამოვლინდება. მეხუთე ფინალური ეტაპი დრიფტ შოუთი და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება", -განაცხადა ნიკო სვანაძემ.

მისი თქმით, ტურნირი ტრადიციულად, მინისტარის ხიდქვეშ მოეწყობა.

 ღონისძიება ქუთაისის ბიუჯეტიდან 4 500 ლარით ფინანსდება. 

ავტორი: ნიუპრესი