|
  • EUR 1 = GEL 3.8812
  • USD 1 = GEL 3.3332
|

ქუთაისში 46,5 მეტრის სიმაღლის დროშის დგარი განთავსდება

ქუთაისში ყველაზე მაღალი დროშის დგარი მაინც დაიდგმება, რომელზეც ინდოელი ბიზნესმენების ნაჩუქარი ქართული დროშა აფრიალდება.  

ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ საჩუქარი ინდური დეველოპერული კომპანიისგან  „სითი ქონსთრაქშენი" მიიღო.

"ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინდური დეველოპერული კომპანია „სითი ქონსთრაქშენის“ წარმომადგენლები მიიღო. კომპანია ქუთაისში უკვე ახორციელებს მსხვილ ინვესტიციას.  შპს „სითი ქონსთრაქშენმა“ ქუთაისს საჩუქრად დროშა გადასცა, რომლის სადგარი უკვე ჩამოტანილია ქუთაისში და ის ქალაქის ერთ ერთ შემოსასვლელში განთავსდება. მისი სიმაღლე 46,5 მეტრია და ის ყველაზე მაღალი დროშა იქნება საქართველოში. ქუთაისის მერმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა ინდოელ ბიზნესმენს და დელეგაციის წევრებს თავადაც გადასცა სამახსოვრო საჩუქრები"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 როგორც მერიაში აცხადებენ, 46,5 მეტრის სიმაღლის დროშის დგარის განსათავსებელი ადგილს  სპეციალისტები შეარჩევენ, ხოლო სამონტაჟო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის გამოსავლენად კი ტენდერი გამოაცხადდება.

შეგახსენებთ, ქუთაისში ყველაზე მაღალი დროშის ტარის მოწყობისათვის ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა და ისევ შეწყდა. თავდაპირველად მერია დგარის განთავსებას ნიკეას ქუჩაზე, შემდეგ კი ბაგრატის ტაძრის ეზოში გეგმავდა. იცვლებოდა ტენდერით გათვალისწინებული თანხის ოდენობაც,  თავდაპირველი 45 ათასიდან 65 ათასამდე გაიზარდა. ფაქტს საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა, მოქალაქეების უკმაყოფილება დროშის დგარის მაღალმა ფასმა გამოიწვია. როგორც მერიაში განმარტავდნენ, დგარის ფასი დაკავშირებული იყო უჟანგავი ლითონის ღირებულებასთან, რისგანაც უნდა მომხდარიყო დგარის დამზადება.

 რა სახის ინვესტივიას ახორციელებს ინდური კომპანია ქუთაისში, ამის შესახებ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი.

როგორც "ნიუპრესმა" გაარკვია, კომპანია სამშენებლო საქმიანობითაა დაკავებული. „სითი ქონსთრაქშენი" ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მრავალსართულიან ელიტურ ბინას აშენებს.

 

დროშის დგარის მოწყობისათვის 65 651 ლარად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.38%
უარყოფითად - 50%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.62%
სულ - 104 ხმა