|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს

აგვისტოს ომში დაღუპულები ქუთაისშიც გაიხსენეს. ადგილობროვი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მათი თქმით, ასეთ ადამიანებზე დგას ქვეყანა და მათ სახელებს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყეს. ისინი არიან გმირები, რომელთაც სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღეს.

მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე საზოგადოების წარმომადგენლები და ჩოხოსნები. დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად გმირთა მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადეს.

იქვე მოეწყო ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენა, რომელიც აგვისტოს ომის დროინდელ ქუთაისს ასახავს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი