|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ხსოვნის აქცია გაიმართება

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია ქუთაისში, 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (შრომის ძეგლთან, რუსთაველის #3)  გაიმართება. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლებამ საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად  ქმედითი ნაბიჯები  უნდა გადადგას.

„ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ საკითხთა პირველ ნუსხასში  უნდა შევიდეს საგზაო კანონის, ქულათა სისტემის და უკონტაქტო პატრულირების განხილვა და მიღება, რათა შემცირდეს ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, რომლის 95% ადამიანური ფაქტორებითაა გამოწვეული",-განაცხადა   PITA  ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა ეკა არველაძემ.

აქციის ორგანიზატორები არიან  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის", „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია", "იარე ფეხით", "თბილისის ტრამვაი", "საქართველოს საავტომობილო ფედერაცია", "საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია", „ეკო ტრანსპორტის ცენტრი", "HUB Georgia", "საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი", "ჯამპ სტარტ ჯორჯია", "Helping Hand" .

ქუთაისში  აქციას უერთდება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში.

ორგანიზატორები მოქალაქეებს აქციაში ჩართვისაკენ მოუწოდებენ.

ნოემბრის მესამე კვირა დღე ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერომ ოფიციალურ დღედ 2005 წელს გამოაცხადა და იგი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა