|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახლადრეაბილიტირებულ ნიკეას ქუჩაზე სამუშაოები გრძელდება

ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებულ ნიკეას ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები გრძელდება. ე.წ. უსაფრთხოების კუნძულებზე დარგული მწვანე საფარის განახლება ხდება. ადგილობრივების განცხადებით, მცენარეები მასიურად გახმა, ამჟამად კი მცენარების ახალი ნერგებით ჩანაცვლება ხდება.

ინფორმაციას არ ადასტურებენ რეგიონული განვითარების ფონდში. როგორც ფონდში განმარტავენ, ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა, დანაზოგით კი გამყოფ ზოლზე სარწყავი სისტემის მონტაჟი ხდება.

„ვინაიდან ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა, მოხდა თანხის ეკონომია. დანაზოგით სარწყავი სისტემის გაყვანა ხდება. შესაძლოა, ადგილობრივებმა მიმდინარე სამუშაოები მწვანე საფარის განახლებად ჩათვალეს. რეალურად ასე არაა“, -აცხადებენ რეგიონული განვითარების ფონდში, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე ნერგი მართლაც გახმა, რის გამოც  შემსრულებელ კომპანიას სამუშაოების პარალელურად მათი განახლება დაევალა.

ნიკეას ქუჩა გასულ თვეს გაიხსნა. სამუშაოებზე  7 698 556 ლარი გაიხარჯა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა