|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2020 წელს ქუთაისს ბალახის ჰოკეის მოედანი ექნება"

2020 წელს ქუთაისს ბალახის ჰოკეის მოედანი ექნება, - ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მოედნისათვის მერიას 2 ადგილი აქვს შერჩეული. 

 "2020 წელს ქუთაისს ექნება ჰოკეის მოედანი, თავისი ადმინისტრაციული შენობით, საშხაპეებით და საჭირო ინფრასტრუქტურით. ამ დროისათვის 2 ლოკაცია გვაქვს  შერჩეული. ორივე ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.   ადგილები ისეთია, სადაც ბავშვები ადვილად მივლენ და არ ექნებათ გადაადგილების პრობლემა", - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

მან ტერიტორიის ადგილმდებარეობის დაკონკრეტება არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ფართის ქალაქის ბალანსზე გადმოსაცემად.

მერიაში ამ დროისათვის ასევე ვერ აკონკრეტებენ, თუ რა თანხა განისაზღვრება ქალაქის ბიუჯეტში მოედნის მოწყობის სამუშაოებისათვის.  ერემეიშვილის თქმით, 2020 წელს ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მხრივ მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი.  

 ქუთაისში ქალთა ჰოკეისთა გუნდია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის ემზადება.  გუნდი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ტერიტორიაზე ვარჯიშობს, სადაც მინიმალური პირობებიც კი არ არსებობს. ამ დროისათვის ქუთაისში ბალახის ჰოკეიში 40 გოგო ვარჯიშობს.  ჰოკეისტთა მწვრთნელის ავთანდილ თევდორაძის თქმით, მსურველები მრავლად არიან, თუმცა პირობების უქონლობის გამო უარის თქმა უწევთ. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა