|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში Check in Georgia-ს ფარგლებში კონცერტი დღეს გაიმართება

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში დღეს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონცერტები გაიმართება. ხოსე კარერასის შემდეგ ქუთაისელი მსმენელის წინაშე ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფები Reggaeon და Loudspeakers წარდგებიან. (დასაწყისის 19:00 საათზე) უწყების ინფორმაციით, Check in Georgia აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება; პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს. აპრილში დაწყებული პროექტი Check in Georgia წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი Maroon 5 და ხოსე კარერასი.

”პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. Check in Georgia მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა