|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისის მერია ცისფერყანწელების ძეგლის დადგმაში 110 ათას ლარს გადაიხდის

 ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც მოქანდაკე გიორგი კიკვაძის ესკიძის მიხედვით ცისფერყანწელების ძეგლის დამზადებასა და განთავსებას ითვალისწინებს, გიორგი კიკვაძემ გაიმარჯვა.  მას კონკურენტი არ გამოჩენია და 110 ათას ლარად გამოცხადებულ ტენდერში ამავე თანხად გაიმარჯვა.

პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლები ქუთაისში ცისფერყანწელთა ქუჩაზე, პირველ სკოლასთან ვერიკო ანჯაფარიძის  სკვერში დაიდგმება.

ამ დროისათვის ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. სამუშაოს შესრულების ვადად 90 დღეა მითითებული.

გიორგი კიკვაძის თქმით, ესკიზი ფოტოს მიხედვით მომზადდა, რაც შეეხება ქანდაკებებს,  ადამიანის სიმაღლის ორი ფიგურა დამზადდება, რომელიც ბრინჯაოსგან ჩამოისხმება. ძეგლი კვარცხლბეკზე არ დაიდგმება და ვერიკოს ბაღის მთავარი შესასვლელის სიახლოვეს, ტროტუართან განთავსდება. ფასთან დაკავშირებით კიკვაძე აცხადებს, რომ ეს თანხა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ასეთი ფიგურების დამზადება ღირს.

აღსანიშნავია, რომ ვერიკოს ბაღი კერძო კომპანიის "გაბაშვილის პარკის" მართვაშია. პარკი 49 წლიანი იჯარის უფლებით შპს "გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკს" 2007 წელს გადაეცა.  ბაღში არსებული შადრევანი  გარდა იშვიათი შემთხვევებისა, უფუნქციოდაა დარჩენილი, კერძო მფლობელი შადრევანის უმოქმედობას ფინანსების ნაკლებობით ხსნის. 

საკითხთან დაკავშირებით მერიის კომენტარს ველოდებით.

 

დამშრალი შადრევანი, მიუსაფარი ძაღლები და ავტომანქანები ტურისტულ უბანში [PHOTO]

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა