|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დღეს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი კონცერტს გამართავს

26 აპრილს ქუთაისში, პროექტ “Check in Georgia”-ს ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტს გამართავს.

კონცერტში საქართველოს სინფონიეტასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამუსიკო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები. მათ საშუალება მიეცემათ მსმენელის წინაშე წარდგნენ, როგორც სოლისტები და როგორც კამერული ორკესტრის წევრები, მიიღებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და გაიცნობენ ერთმანეთს.

კონცერტზე შესრულდება როგორც ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორთა მუსიკა, ასევე მოცარტისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები.

 პროექტ “Check in Georgia”-ს ფარგლებში, კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება.

კონცერტი ქუთაისში 18.00 საათზე დაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა