|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დაიწყება

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დაიწყება. პირველი მანქანა 2020 წელს გამოვა.

საქართველოში ვიზიტად მყოფი უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იანოშ ადერი, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ჩვენს ქვეყანაში ელექტრო მობილების წარმოების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ მიესალმება ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს. მან სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების ტესტირება უნგრეთში მოხდეს.
საქართველოში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარება Aigroup-ის ნომერ პირველი ამოცანაა. ელექტრო მობილების წარმოების პარალელურად Aigroup ავითარებს ისეთ ბიზნესებს, როგორიცაა მზის პანელებით ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტრო მობილების გაზიარების სერვისი და ელექტრო გასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

 ქუთაისის საკრებულომ ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი მოიწონა, საწარმო ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა