|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება

ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის კონცეფციას.  საკითხი ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად მერიის არქიტექტურის ააიპის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა კუბლაშვილმა წარუდგინა. 

 კუბლაშვილის ინფორმაციით, საავტომობილო ქარხნის განაშენიანების დეტალური გეგმა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე მოიწონა. მისი თქმით, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

 საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, საკრებულომ წარმოდგენილი გეგმის მხარდაჭერით  თავისი წვლილი შეიტანა  მასშტაბური პროექტის განხორციელებაში. 

"ძალიან მასშტაბური პროექტია, რომლის პირველი ეტაპის დასრულება მომავალ წელს იგეგმება. პირველად სასაწყობე ფართის მშენებლობა  იგეგმება, მოეწყობა საწარმო, სადაც  დაიწყება ავტომობილების აწყობა.  როგორც ვიცით,  ელექტრომობილების გამოშვება დათქმულ ვადებში მოესწრება", - განაცხადა ლატარიამ.  

მისი თქმით, პირველ ეტაპზე მშენებლობა 10 ათას კვადრატულ ფართობზე დაიგეგმა. 

საწარმო ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩის #41, ყოფილი ავტოქარხნის აეროპორტის ტერიტორიაზე შენდება, 1 001 522 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  "ბიგსერვისს"  საკუთრებაში ერთ ლარად გადაეცა.  ექსპეტრიზის ბიუროს დასკვნით,  აღნიშნული მიწის საბაზრო ღირებულება   68 233 693 ლარს შეადგენს.

 შეგახსენებთ, ქუთაისში დამზადებული პირველი ელექტრომობილი 2020 წელს უნდა გამოჩნდეს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა