|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ევროპული საქართველოს" ოფისი რამდენიმე დღეში გაიხსნება

 "ევროპულ საქართველოს" ქუთაისში ცოტა ხანში საკუთარი ოფისი ექნება. ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი გია თევდორაძე ჯერჯერობით კონკრეტულ ადგილმდებარეობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ქალაქის ცენტრალურ ადგილას იქნება, სადაც  მათ მხარდამჭრებს ადვილად შეეძლებათ მისვლა და ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვა. 

„როდესაც გვექნება ოფისი, ჩვენ პრაქტიკულად დავიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას"-განაცხადა თევდორაძემ. 

 მისი თქმით, პარტიას ძველ თანამოაზრებთან ერთად პოლიტიკისათვის ახალი სახეები შეემატებიან.

„პარტია თავის საქმიანობას ახლა იწყებს ორგანიზაციური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი რეგიონალური ოფისები. ჯერ  ნაადრევია საუბარი იმის შესახებ,  თუ ვინ რა პოსტს დაიჭერს. აპრილში გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც მოხდება პარტიის სამოქმედო გეგმისა და მისი სრული შემადგენლობის დეკლარირება. მანამდე რეგიონალურ ორგანიზაციას ეყოლება ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებელი", -აღნიშნა მან.

ახალ ორგანიზაციას საკრებულოში ორი წარმომადგენელი ყავს, ყოფილი "ნაციონალები" დავით გოგისვანიძე და ამირან ძოწენიძე. "ევროპული საქართველოში"  იქნებიან  ასევე კოტე რატიანი, კახა ქორიძე, კახა მაჩიტიძე და ლაშა დვალიშვილი.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პლატფორმიდან ვიქნებით გაცილებით ეფექტურები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ",- გია თევდორაძის განცხადებით, მათი მთავარი პრიორიტერი არსებული ხელისუფლების შეცვლა  და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის ურყევობა, რაშიც თავიანთი წვლილის შეტანას შეეცდებიან. 

”მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" პრეზენტაცია თბილისში გუშინ გაიმართა. ორგანიზაცის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლად გიგი უგულავა დასახელდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა