|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გრიგოლ ვაშაძემ ხმების 48,72 %, სალომე ზურაბიშვილმა კი 51,28 % მიიღო [R]

არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა ქუთაისის 59 -ე საოლქო სააჩევნო კომისიამ. შედეგების თანახმად,  ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 78014 მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ხმების 49,92 % ია.
მათგან ხმა 36 676 ხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგილ ვაშაძემ მიიღო, რაც ხმების 48,72 % ია.  დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა  38 601 ხმა  მიიღო, რაც ხმების 51:28 % ია. დაახლოებით 2735 ბიულეტენი გაბათილებულია. 
 
საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 17 საჩივარია შესული, ყველა მათგანი არის პროცედურული ხასიათის.
 
"რაც შეეხება შემაჯამებელი ოქმებთან დაკავშირებით საჩივრებს, მათი შემოტანის ვადა 2 დღეა, შესაბამისად ასეთი საჩივრების განხილვა 2 დღის შემდეგ დაიწყება, მანამ კი განვიხილავთ 17 საჩივარს, რომლებიც არის პროცედურული ხასიათის და არჩევნების შედეგს ვერ შეცვლის", -განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
პირველ ტურთან შედარებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 13 014-ით მეტმა მოქალაქემ მიიღო. მეორე ტურში დამატებით 7091-მა ადამიანმა მისცა ხმა გრიგოლ ვაშაძეს. სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების ოდენობა პირველ ტურთან მონაცემებით 20 542 ხმით გაიზარდა. 

პირველი ტურის მონაცემებით, ვაშაძეს ხმა არჩევნებზე მისული 65 000 ამომრჩევლიდან 29 585-მა ამომრჩეველმა მისცა. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 059 ხმა დააგროვა.

 ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,56 % მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 40 , 44 %. მონაცემები წინასწარია და შესაძლებელია მცირედი ცვლილებაც.
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა