|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსით შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში ერთი კვირის წინ შეიყვანეს. 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს სხვა თანმდევი დაავდებები ქონდა.

"გვაქვს გარდაცვალების ერთი შემთხვევა. პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. იყო გულზე ნაოპერაციები და ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრს 400 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკა 11-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. მათ შორის იყო ქალი, რომელიც კლინიკაში ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტიანი დაზიანებით, ორმხრივი პნევმონიით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შევიდა. პაციენტი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის კურსს ორი კვირის განმავლობაში გადიოდა. გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის არიან ორსულები და მელოგინეები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა