|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მინი ქალაქის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება [VIDEO]

ქუთაისში მინი ქალაქის  მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება. მშენებლობა ნიკეას ბოლოს და წყალტუბოს მიმდებარე(სოფელი ზედა მესხეთი) ტერიტორიაზე ხორციელდება. პროექტისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. მშენებლობა 2 ჰექტარზე მეტ  ტერიტორიაზე მიმდინარეობს. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა კახა ბაბუნაშვილმა „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, ამ დროისთვის სამუშაოების ნაწილი შესრულდა, ნაწილი კი უახლოეს მომავალში დასრულდება.

„2016 წლის ივლისიდან  დაიწყო მინი ქალაქის მშენებლობა. ამ დროისთვის აშენდა 8 სახლი და 25 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.  ჯამში, 75  სახლის  აშენება იგეგმება.  მინი ქალაქში მოეწყობა, გასართობი ატრაქციები, სავაჭრო ცენტრები, სამედიცინო პუნქტები, ასევე იგეგმება სკოლის მშენებლობაც.  პროექტი ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველი ეტაპი მშენებლობა, რომელიც 2017 წლის ბოლოს დასრულდება, შემდეგ კი დაიწყება რემონტი და ფასადების მოპირკეთება“, - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა კახა ბაბუნაშვილმა.

„მინი ქალაქის“ მშენებლობისთვის 50 ადგილობრივია დასაქმებული.

 პროექტს თურქული კომპანია  შპს „ასალ ინშაითი“ ახორციელებს.  კომპანიამ მინი ქალაქს „ვარდის უბანი“ უწოდა.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა