ქუთაისში მთავარი არქიტექტორი ამ დრომდე ვერ მოიძებნა
ქუთაისში მთავარი არქიტექტორი ამ დრომდე ვერ მოიძებნა. იმის გამო, რომ გასულ წლებში მერიის მიერ გამოცხადებული პოზიციით არავინ დაინტერესდა, იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და არქიტექტურის სამსახური, როგორც ცალკე უწყება გააუქმა და ზედამხედველობის სამსახურთან გააერთიანა.
2016 წელს მერი შოთა მურღულია განმარტავდა, რომ პოზიციით არ დაინეტერესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მცირე ხელფასი იყო. შოთა მურღულიას თქმით, პროფესიონალი კადრი მერიაში არსებულ ხელფასს არ თანხმდებოდა, მერია კი შესაბამისი თანხის გადახდას ვერ შეძლება, თუმცა მერმა განმარტა, რომ მზად იყო, არქიტექტურის სამსახურის უფროსის ხელფასი გაეზარდა და მისი სახელფასო ანაზღაურებისთვის გაეთანაბრებინა, ამ წინადადებით საკრებულოსათვის მიმართვას გეგმავდა, თუმცა შემდეგ ეს განცხადება დავიწყებას მიეცა. ამგვარად, თვითმმართველობამ სამი წელი მთავარი არქიტექტორის გარეშე იმუშავა.
ახალმა მერმა წინა წლებში მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და არქიტექტურის სამსახური ცალკე უწყებად ჩამოაყალიბა. მერიის გადაწყვეტილებით, ზედამხედველობა და არქიტექტურა ერთმანეთს გაემიჯნა, რისი მიზეზიც მერის განცხადებით, ის გახდა, რომ შეუძებელი იყო ნებართვის გამცემი და მაკონტროლებელი უწყებები ერთი სამსახურის ქვეშ გაერთიანებულიყო.
რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურებში ახალი ხელმძღვანელობები დაინიშნენ, მაგრამ ამ დრომდე ვაკანტური რჩება არქიტექტურის სამსახურის უფროსის პოსტი.
მერიაში განმარატვენ, რომ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდება და არ მოხდება პირდაპირი წესით დანიშვნა, თუმცა თვითმმართველობაში არ იციან, როდის გამოცხადება კონკურსი.
რაც შეეხება მთავარ არქიტექტორს, მისი არარსებობას უკავშირებენ ქალაქში სხვადასხვა მშენებლობებს და აღნიშნავენ, რომ მერია არქიტექტორის გარეშე უკეთ ასრულებს საკუთარ გადაწყვეტილებებს.
"ამ ხელფასზე არავინ თანხმდება"– მთავარი არქიტექტორის პოსტი ვაკანტური რჩება
სჭირდება თუ არა ქუთაისს მთავარი არქიტექტორი?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი