ქუთაისში "მწერალთა სახლის" დემონტაჟი დაიწყო [PHOTO]
ქუთაისში "მწერალთა სახლის" ყოფილი შენობის დემონტაჟი დაიწყო. ამ დროისათვის ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს.
უსაფრთხოების მიზნით უკვე შეიფუთა ლადო ასათიანის ძეგლი.
როგორც ცნობილია, ადგილზე სასტუმრო "რამადას" „მ² უძრავი ქონება აშენებს.
პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ მისი ოპერირებისთვის 250 მდე ადგილობრივი დასაქმდება.
შეთანხმების თანახმად, მწერალთა კავშირს 400 კვ. მეტრ გარემონტებული ფართი გადაეცემა. ასევე შენარჩუნდება ლადო ასათიანის ძეგლი და ეზოში არსებული მწვანე ნარგავები.
პროექტის მშენებლობა 2020 წლის მე-4 კვარტალში დასრულდება.
"მწერალთა სახლი" გასულ წელს აუქციონზე მიწის ნაკვეთთან ერთად გაიყიდა. კომპანია „მ² უძრავი ქონების დირექტორი ირაკლი ბურდილაძე აცხადებს, რომ გაპონოვის ქუჩაზეც სასტუმრო მშენელობა მალე დაიწყება.
რატომ გაიყიდა "მწერალთა სახლი" სხვა ობიექტთან ერთად 1 400 640 ლარად?
"მწერალთა სახლის" ადგილზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება"
"მწერალთა სახლის" ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი