|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მწვანე საფარს "ჩინური პეპელა" ანადგურებს (Video)

ქუთაისში, ნიუპორტის ქუჩაზე მდებარე სკვერში არსებული მწვანე საფარი განადგურებულია. დეკორატიულ მცენარეებს მატლები, სავარაუდოდ ე.წ. ჩინური პეპელა შეესია. მატლების გამო მრავალწლოვანი მცენარეები გახმა. არსებული მდგომარეობა სხვა ადგილებშიც შეიმჩნევა. განადგურებულია ქუთაისის მერიის წინ არსებული მცირე ზომის მცენარეებიც.

 

 

 

როგორც მერიაში განმარტავენ, მათ აქვთ ინფორმაცია მცენარეების განადგურების შესახებ. უკვე მიმდინარეობს არსებული მცენარეების აღწერა, რომ მისი რაოდენობის მიხედვით მოხდეს ნივთიერების შეძენა, რომლითაც ხეები მწვანე საფარი შეიწამლება. მწვანე საფარის განადგურების შესახ ინფორმაცია ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება. მატლების გამო განადგურების პირასაა მოწამეთაში არსებული ბზა.

 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა