|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ომის ვეტერანებს 1000-1000 ლარი გადასცეს

დღეს ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. ქალაქის მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ქუთაისში,  მე-2 მსოფლიო ომის  22 ვეტერანია, რომელთაც დღეს ქალაქის მერიამ 1000-1000 ლარი გადასცა.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ვეტერანები განსაკუთრებით დასაფასებელი ადამიანები არიან, რათა მათ საკუთარი სიცოცხლით გარისკეს ფაშიზმის წინააღმდეგ.

,,დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მინდა,  ყველას მივულოცო ეს დღე განსაკუთრებით ვეტერანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლით გარისკეს ფაშიზმის წინააღმდეგ და მსოფლიოს მშვიდობა მოუტანეს. ეს ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას და დაფასებას საჭიროებენ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, გასულ წელს ასევე 1000- 1000 ლარი გადაეცათ ომის ვეტერანებს ქუთაისის მერიისაგან, ვეტერანებმა თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღეს  600 ლარის ოდენობით. გასულ წელს ქუთაისში 30  ვეტერანი დასაჩუქრდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.98%
გაუარესდა - 52.43%
არ შეცვლილა - 13.59%
სულ - 103 ხმა