|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში ოპოზიციის აქციას უკვე მოყვა პირველი შედეგი" - გიგა შუშანია

ქუთაისის ბულვარში, სადაც გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით კარავი გაშალეს და ღამეს ათევენ, მერიამ შადრევანი ჩართო, რომელიც აქამდე გამორთული იყო.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია შადრევანის ჩართვას ადგილობრივი  ხელისუფლლების მხრიდან აქციის მონაწილეებისათვის დისკომფორტის შექმნის მცდელობას უკავშირებს.

მისი თქმით, აქციას უკვე მოყვა პირველი შედეგი და შადრევნის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი ფული, რომელიც აქამდე ჩინოვნიკების ჯიბეში მიდიოდა, მიზნობრივად მაინც დაიხარჯება.

"ეს შადრევანი, რომელიც ზაფხულში არ ირთვებოდა, მერიამ ახლა, იანვარში ჩართო, იმ მიზნით, რომ დისკომფორტი შეუქმნან კარავში მყოფ ადამიანებს, რომლებმაც ღამე აქ გაათენეს.  აქციის პირველი შედეგი არის ის, რომ ქუთაისის მერს მიზნობრივად დავაწყებინეთ ბიუჯეტის ფულის გამოყენება _ 100 ათასობით ლარი რომელიც შადრევნის ექსპლუატაციისაღთვის არის გამოყოფილი და ჯიბეში იდებენ ქუთაისის მერი და მისი თანამშრომლები , მიზნობრივად მაინც დაიხარჯება. ცოტა ხანში მეორე კარავს მოედანზე  დავდგამთ, რომ ცენტრალური შადრევანიც ჩავართვევინოთ"- განაცხადა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ქუთაისში კარავი გუშინ  გაშალეს. 

  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა