ქუთაისში "რესპუბლიკური პარტია" ორგანიზაციის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დატოვეს
ქუთაისში "რესპუბლიკური პარტია" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ფიქრია ხაჭაპურიძემ და კომიტეტის წევრებმა დატოვეს.
ფიქრია ხაჭაპურიძის განმარტებით, მათი შეხედულებები გარკვეულ ასპექტებში არ ემთხვევა "რესპუბლიკური პარტიის" დღევანდელ ხედვებსა და მიმართულებებს.
"პარტიის საარჩევნო კამპანიის ძირითადი მიმართულება არის "კრიზისი ეკლესიაში", რაც ჩემთვის მიუღებელია",-განაცხადა ფიქრია ხაჭაპურიძემ "ნიუპრესთან" საუბარში.
კითხვაზე გეგმავს თუ არა სხვა პარტიაში, მათ შორის, მმართველ პარტიაში გადასვლას, მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არცერთ პარტიაში გაერთიანებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, ფიქრია ხაჭაპურიძე ქუთაისის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იჭერს.
"რესპუბლიკურ პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე ფიქრია ხაჭაპურიძე 2015 წელს აირჩიეს, ამ პოსტზე მან ნატო ქათამაძე ჩაანაცვლა.
პარტიის რიგები დატოვეს კომიტეტის წევრებმა გია ფურცხვანიძემ, მაია სხვედიანმა, მერაბ ამბროლაძემ და ინგა რამიშვილმა.
ავტორი: ირინა მაკარიძე