|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

ქუთაისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს.

ქალაქის დეკორაციებით მორთვას შპს "აღმდგენი" ახორციელებს. ორგანიზაციამ მერიის მიერ განმეორებით ტენდერში გაიმარჯვა. ამ მომსახურებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 50 781  ლარი დაიხარჯება.

გარდა არსებული დეკორაციებისა, ქალაქის მერია ახალი მორთულობების შეძებას გეგმავს.  მერია პირდაპირი შესყიდვის გზით 

238 ათასი ლარის საახალწლო განათებებს შეიძენს.  მერია ახალი წლისათვის ასევე ფოიერვერკების შეძენას გეგმავს. 

 

ავტორი: ნიუპრესი