|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ საახალწლო განათებების მოწყობისათვის ტენდერი განმეორებით გამოაცხადა

ქუთაისის მერიის მიერ განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული დღეს გამოვლინდება. ამ დროისათვის 50 781  ლარის ტენდერში გადაცხადი მხოლოდ ერთმა ფირმამ შპს "აღმდგენმა" წარადგინა. 

ამ თანხის სანაცვლოდ გამარჯვებულმა ფირმამ  ქალაქ ქუთაისში, 2017-2018 წ.წ. ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურების აღდგენა - მონტაჟის სამუშაოები უნდა განახორციელოს. 

 პირველ ჯერზე აღნიშნული ტენდერი არ შედგა, რისთვისაც მისი განმეორებით გამოცხადება გახდა საჭირო.

გამარჯვებული ფირმა ქალაქს უკვე არსებული საახალწლო დეკორაციებით მორთავს.  ახალი დეკორაციებისათვის კი მერიის მიერ ტენდერი ორი კვირის წინ გამოაცხადა, სადაც ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის   171 485 ლარი გამოყო. 

 

შეგახსენებთ, გასულ წელს ქუთაისის მერიამ ანალოგიურ ტენდერში გამარჯვებულს შესრულებული სამუშაოები დაუწუნა და ჯარიმა დაარიცხა. ინდ. მეწარმესა და მერიას შორის დავა სასამართლოში გაგრძელდა, ქალაქში კი საახალწლო განათებების ჩამოხსნა კარგა ხნით გაჭიანურდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა