|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საახალწლო მორთულობების ღირებულებას ექსპერტიზის ბიურო დაადგენს

ქუთაისში საახალწლო მორთულობების დემონტაჟი დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ არის, თუ  რა დაუჯდა ქალაქს სადღესასწაულო განათებების მოწყობა.

როგორც ქალაქის მერიაში განაცხადეს, საახალწლო მორთულობების შეძენისათვის განკუთნილი თანხის ზუსტ ოდენობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დაადგენს. 

„საახალწლო მორთულობების შესაძენად 238 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, შესაძლოა, მერიას გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუხდეს.  თანხის ზუსტ ოდენობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ითვლიან. კომპანიისათვის თანხის ანაზღაურება ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გახდება შესაძლებელი“, -განაცხადეს ქუთაისის მერიაში. 

გარდა ახალი დეკორაციებისა, ქალაქის სადღესასწაულოდ მოსართავად წინა წლების აქსესუარებიც გამოიყენეს, რისი მონტაჟისათვისაც მერიის მიერ გამოცხადებულ 50 ათას ლარიან  ტენდერში  შპს "აღმდგენმა"  გაიმარჯვა. ახალი მორთულობების შესაძენად კი მერიამ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ  ექსკლუზიური ხელშეკრულებით 238 ათასი ლარის საახალწლო განათებების შეძენის გადაწყვეტილება მიიღო

 

ამ თემაზე:

ქუთაისის მერია საახალწლო ფოიერვერკში 13 000 ლარს გადაიხდის 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა