|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში საუბნო საარჩევნო წევრების 90 პროცენტი "ქართული ოცნების" ნიშნითაა შერჩეული"

ქუთაისში საუბნო საარჩევნო წევრების 90 % "ქართული ოცნების" ნიშნითაა შერჩეული - აცხადებს მოძრაობა ძალა ერთობაშია წევრი ლაშა შალამბერიძე. 

 მისივე განმარტებით, კონკურსით შერჩეული ადამიანების სია შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა მათგანს კავშირი აქვს მმართველ ძალასთან. ამ სიაში მერის სიდედრი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მეუღლე და ბაგა-ბაღების დირექტორები და  მმართველ ძალასთან დაკავშირებული სხვა პირები არიან.

"საუბნო საარჩევნო კომისიებში ნეიტრალურ წევრად დანიშნული 738 ადამიანიდან თითქმის ყველა (90%) შერჩეულია "ქართული ოცნების ნიშნით. ისინი არიან "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტები, მათი ოჯახის წევრები. მაგალითად მოვიყვან, ჩვენი ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას სიდედრი, მაია ფოფხაძე 58-საარჩევნო უბანზეა დანიშნული,   საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ოთარ ლორთიფანიძის მეუღლე 63-ე საარჩევნო უბანზეა, ასევე კომისიის წევრები არიან მუნიციპალიტეტების თავმჯდომარეების შვილები, მეუღლეები, ოჯახის სხვა წევრები, ბაგა-ბაღების დირექტორები, ააიპების თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები. რაც მთავარია, ეს ხალხი, ვინც ახლა საოლქოს მიერ კონკურსის წესით შეირჩა, არიან 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიის მიერ დანიშნული წევრები, იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში, ყველა მათგანს მიღებული აქვს არაერთი გაფრთხილება, ზოგიერთი დაჯარიმებულია კიდევ საარჩევნო კოდექსის დარღვევისათვის", - აცხადებს ლაშა შალამბერიძე. 

მისი თქმით, მმართველი ძალის წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიასთან ერთად ამ მეთოდებით არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებული აქვთ.

 "არანაირ მეთოდებს არ ერიდებიან არჩევნების გასაყალბებისათვის. ამ მეთოდებით მათ უკვე დაწყებული აქვთ არჩევნების გაყალბება. მოვითხოვთ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული წევრების დაუყოვნებლივ გამოწვევას და მათ ჩანაცვლებას", - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" წარმომადგენელი. 

 საკითხთან დაკავშირებით, ქუთაისის საოლქო კომისიაში კომენტარი, როგორც აცხადებენ, მოგვიანებით გაკეთდება. რაც შეეხება ქუთაისის მერის სიდედრს, მერიაში აცხადებენ, რომ ის საარჩევნო პროცესებში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არის ჩარრთული და მისი დანიშვნა ბოლო წლებში არ მომხდარა. 

 შეგახსენებთ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კონკურსის გზით შეირჩნენ.  ქუთაისის საოლქო კომისიაში 975 წევრიდან 730 შეირჩა. #59 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მათგან 607 საარჩევნო გამოცდილება აქვს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა