|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საუბნო საარჩევნო კომისიებში ნეიტრალური წევრების შერჩევის ეტაპი დასრულდა

საუბნო საარჩევნო კომისიებში ნეიტრალური წევრების შერჩევის ეტაპი დასრულდა.  #59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 123 უბანში  არჩეული 730 წევრიდან 607-ს  საარჩევნო გამოცდილება აქვს.

"შერჩეულებიდან 173 წევრი ფლობს საარჩევნო მოხელის, საარჩევნო განვითარების სკოლისა და საარჩევნო ადმინისტრატორის სერთიფიკატს. 
2018 წლის არჩევნებში ქუთაისის ოლქში 123 მოქალაქეს, მეტწილად ახალგაზრდებს, პირველად მიეცათ შანსი საარჩევნო პროცესში ჩაერთონ როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები", -აცხადებენ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

 შეგახსენებთ, ქუთაისში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კონკურსში 975 მოქალაქე დარეგისტრირდა.

ოპოზიცია სკეპტიკურად არის განწყობილი ნეიტრალური წევრების მიმართ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, საუბნო კომისიის  წევრებად რეალურად სახელისუფლებო ძალის მხარდამჭერები ინიშნებიან.

საუბნო საარჩევნო კომისიებში ნეიტრალური წევრების შემდეგ პარტიული ნიშნით წარდგენილი წევრების რეგისტრაცია მოხდება. 

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა