|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

ქუთაისში 7 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მხოლოდ ორი კომპანია იმუშავებს

ქუთაისში 9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. სხვადასხვა სამუშაოებზე რეაბილიტაციისთვის ტენდერები ქუთაისის მერიამ გამოაცხადა. უმეტესობა დასრულებულია  და გამარჯვებულიც გამოვლენილი, ნაწილზე ხელშეკრულებები მზადდება.

გამოცხადებული ტენდერიდან ოთხი შპს "ბა-ნმა", სამი  შპს „ სტარ ბილდინგმა“ მოიგო. კომპანიები მათ მიერ დაფიქსირებული დაბალი თანხის მიხედვით შეირჩნენ. 

ქუთაისში დაფუძნებული შპს „ბა-ნი“ ქუთაისის #40 საჯარო სკოლაში ჩაატარებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.  კომპანიამ 199 016 ლარიან ტენდერში 185 442, 87 ლარი დააფიქსირა და გაიმარჯვა. 

იგივე კომპანია მოახდენს ასევე #37-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციას. სამუშაოებისთვის 191 771 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა და 174 826.28 ლარად გაიმარჯვა. 

შპს "ბა-ნი" იმუშავებს ასევე #34 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.  მან 116 006 ლარიანი ტენდერი 96 184.57 ლარად მოიგო.

კომპანია ასევე შეასრულებს მე-16 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას. 

3 ტენდერში მონაწილეობს ხელვაჩაურში რეგისტრირებული კომპანია. ქუთაისში, #38 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების 98 979 ლარიან ტენდერი შპს „სტარ ბილდინგმა“ 74 444 ლარი დააფიქსირა, ის ერთადერთი პრეტენდენტია და გამარჯვებულის შერჩევა ამ დროისთვის მიმდინარეობს.


ამავე შპს-მ გაიმარჯვა #19 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ 68 785 ლარიან ტენდერში. შპს "სტარ ბილდინგი" 47 999 ლარად გახდა გამარჯვებული.

ამავე კომპანიამ უნდა განახორციელოს #16 საჯარო სკოლაში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები. 116 176 ლარიან ტენდერში „სტარ ბილდინგი“ 81 999 ლარად გახდა გამარჯვებული. 

 "ნიუპრესი" დაინტერესდა, რამდენად შეძლებენ გამარჯვებული კომპანიები მცირე დროში რამდენიმე ობიექტის რეაბილიტაციას და ხომ არ შექმნება პრობლემა სასკოლო პროცესს? 

სამუშაოების დროულად დასრულების გარანტიას იძლება შპს "ბა-ნის" დირექტორი. ნიკა სილაგაძის თქმით, მათ შესაბამის გამოცდილება აქვთ, რომ სამუშაოები შეფერხების გარეშე, დროულად ჩააბარონ. მისი განმარტებით, მათ ქუთაისში რამდენიმე პროექტი განახორციელეს, მათ შორის #38 და #35 ბაღების მშენებლობა და ამჟამად თოჟინების თეატრის რეაბილიტაციას ახორციელებენ. 

 გამოცდილებასა და შესაბამის რესურსზე აკეთებს აქცენტს შპს "სტარ ბილდინგის" დირექტორი. როგორც  ლევან ჭელიძე აცხადებს, მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და რესურსი, რომ რამდენიმე ობიექტზე სამუშაოები ერთდროულად აწარმოონ. მისი თქმით, შეფერხება არ იქნება და სამუშაოები დროულად დასრულდება. 

"გვაქვს შესაბამისი გამოცდილება და რესურსი, რომ არ შეგვეშალოს ხელი. აჭარაში არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ამასთან, გვაქვს შვილობილი კომპანია და პრობლემები არ გვექნება. ქუთაისში ჯერჯერობით რომელიმე პროექტი არ გვაქვს განხორციელებული, რადგან რეგიონიდან არ გავდიოდით" , - განაცხადა ლევან ჭელიძემ. 

ერთი და იგივე კომპანიის გამარჯვებაში პრობლემას ვერ ხედავს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი. მისი თქმით, გამარჯვებულები დაბალი სატენდერო თანხით გამოვლინდნენ და ამ დროისთვის რაიმე შეფერხება არაა.

"გამარჯვებული გამოვლინდნენ დაბალი ფასის გამო, ეს არის ტენდერის მოგების ერთ-ერთი ფაქტორი და ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. რაც შეეხება მოსალოდნელ რისკებს, ამ ეტაპისთვის რაიმე შეფერხებას ვერ ვხედავთ. სამუშაოები გამარჯვებული კომპანიების მიერ დაწყებულია და გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. კომპანიებს აქვთ შესაბამისი რესურსი და შეფერხებას არ ველოდებით. ან როგორ უნდა ვიმსჯელოთ ახლა, რა შეიძლება მოხდეს, ვამბობთ, რომამ ეტაპზე შეფერხება არაა "-განაცხადა მირზა ხიდაშელმა. მისი თქმით, სამუშაოები არ არის იმ მოცულობის, რომ ვერ მოხერხდეს განხორციელება. 

რაც შეეხება #24-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციას,  68 785 ლარად გამოცხადებულ ტენდერში 58 562 ლარით განახორციელებს შპს "ელიტმშენი".
#11 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 106 778 ლარის ნაცვლად, 95 553.07 ლარად განაცორციელებს შპს „ლამოდერნა“.

 შეგახსენებთ, სკოლებში დაგეგმილია  სახურავის, სპორტული დარბაზის და სველი წერტილების რეაბილიტაცია. 

ქუთაისში რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია მოხდება

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა