|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია მოხდება

ქუთაისში ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. ტენდერი გამოცხადდა #40 , #38,  #37, #34,  #24-ე #3 საჯარო სკოლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე.

გამოცხადებული ტენდერების თანახმად#40 საჯარო სკოლაში სამუშაოებისათვის 199 016 ლარი დაიხარჯება, მოხდება სკოლის სახურავის, სპორტული დარბაზის და სველი წერტილების რეაბილიტაცია. 

#38 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 98 979 ლარი დაიხარჯება, ამ თანხით სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაცია და სახურავის ფრაგმენტული შეკეთება უნდა მოხდეს.

#37-ე სკოლის სამუშაოებისათვის 191 771 ლარი განისაზღვრა,  უნდა მოხდეს სკოლის სახურავის, ფანჯრების და სველი წერტილების რეაბილიტაცია.

 სარეაბილიტაციო სამუშოები ჩატარდება #34 საჯარო სკოლაშიც, აქ 116 006 ლარით,  სველი წერტილების და სპორტდარბაზის რეაბილიტაცია მოხდება.

 #24-ე საჯარო სკოლაში მხოლოდ სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც 58 562 ლარი დაიხარჯება.  

წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის ხაძრის შედეგად დაზიანებული სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშოებისათვის  19 733 ლარია განსაზღვრული. 

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

წელს ქუთაისში რამდენიმე სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდა, სამუშაოები ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა დააფინანსა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა