|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ბინის მომლოდინეთა სია ცნობილი გახდა

 ქუთაისის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უპირობოდ შესახლებასა და შეფასებას დაქვემდებარებული უსახლკარო პირთა სია გამოაქვეყნა.

 სია მერიის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. 

მერიაში განმარტავენ, რომ  სოციალურ საცხოვრისით  80–მდე ოჯახი დაკმაყოფილდება, თუმცა მერიამ ამისათვის მშენებარე კომპანიიდან ჯერ დამატებითი ფართი უნდა შეიძინოს.  მერიაში აცხადებენ, რომ უსახლკაროებს  ბინები კრიტერიუმების მიხედვით გადაუნაწილდებათ. პირველ ეტაპზე შესახლდება 29 ოჯახი, რომლებიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, შემდგომ ბინებს იმ ოჯახებს გადასცემენ, რომელთაც კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული მაღალი ქულები აქვთ. ბინების გადანაწილება, სავარაუდოდ, ფართების ამოწურვამდე მოხდება. შეგახსნეებთ, რომ ბენეფიციარები ბინებს 5 წლის ვადით მიიღებენ, თუ მათი მდგომარეობა არ შეიცვლება ისინი კვლავ  ბინაში გააგრძელებენ ცხოვრებას. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი