ქუთაისში, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ქუთაისში, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. როგორც მერიაში განმარტავენ, ამ დროისთვის დასრულებულია, როგორც სარეაბილიტაციო, ასევე დახაზვითი სამუშაოები და ქუჩა დათქმულ ვადაში გაიხსნება.
შესრულებული სამუშაოები ჯერ არ ჩაუბარებია აღმასრულებელს, მერიაში განმარტავენ, რომ დასკვნას ელოდებიან.
თბილისის ქუჩაც არ აღმოჩნდა გამონაკლისი და შემსრულებელმა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება ითხოვა. "საქმილსადენმშენს" სამუშაოები ოქტომბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა პროექტში შესული ცვლილებების გამო ვადის დაახლოებით ორი თვით გაზრდა მოითხოვა, ასევე 20 000 ლარით გაიზარდა თანხა.
ქუჩის რეაბილიტაცია 1 076 000 ლარი დაჯდა. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა გზის საფარი, ტროტუარები და ყველა სახის საკომუნიკაციო ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა.
პროექტი გაწერილ ვადებში რომ ვერ დასრულდებოდა, ოპოზიცია ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდა. აღნიშნულს მერიაში არ ადასტურებდნენ და აცხადებდნენ, რომ ოპოზიცია არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა.
თბილისის ქუჩის სამუშაოების დასასრულებლად კომპანიამ დამატებით 80 000 ლარი მოითხოვა
ქუთაისში, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დათქმულ ვადებში ვერ სრულდება
ფოტო: ლაშა გაგოშიძე
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი