|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაციისათვის 534 655 ლარი გამოიყო

 კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ადგილობრივი თვითმმართველობისა და გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში თოჯინების თეატრის დასს შეხვდა.

კულტურის მინისტრის განცხადებით, თოჯინების თეატრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2018 წლის ივნისში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდება მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, გამოიცვლება სცენის განათება-გახმოვანება, მოეწყობა თეატრის ეზო. შენობის რეაბილიტაციისას სრულად იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. თეატრი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი გამოყო.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა