|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტრადიციული თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

 ტრადიციული ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2018" დღეს პერფორმანსით გაიხსნა. 
ფესტივალის დაწყება მაყურებლებს მოულოცეს ორგანიზატორმა ლევან როხვაძემ, მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ, იმერეთის ვიცე-გუბერმატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი ამ ფესტივალს მეცხრედ მასპინძლობს. მისივე თქმით, აუცილებელია ქალაქის კულტურული ცხოვრების მხარდაჭერა.

ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრები, ასევე ქუთაისში მოქმედი თეატრები, პოლონეთის და ბაქოს თეატრალური დასები მიიღებენ. ფესტივალი ფესტივალის მასპინძელმა, ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა სპექტაკლით "უბედურება" გახსნა. 

თეატრში ყოველდღიურად წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თეატრალური დასის სპექტაკლი.
8 ივნისს ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოვლენს.
"თეატრალური იმერეთი" თეატრალური საზოგადოების, იმერეთის გუბერნიის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა