|
  • EUR 1 = GEL 3.4655
  • USD 1 = GEL 3.06
|

ქუთაისში წლის წარმატებული მეწარმეები დააჯილდოვეს

ქუთაისში გამართული საერთაშორისო ბიზნესფორუმის ფარგლებში ქუთაისში წარმატებული მეწარმეები დააჯილდოვეს.

სპეციალური ჯილდო 6 კომპანიას გადაეცა. წლის დამსახურებული ბიზნესის ჯილდო "ემ ჯი ემ ტექსს" გადაეცა.

წლის ინვესტორი ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი" გახდა.

მერიის სპეციალური პრიზი თანადგომისთვის სამშენებლო კომპანია მ2-ს გადაეცა.

წლის ქველმოქმედის პრიზით ქუთაისის რეგიონალური სტომატოლოგიური ცენტრი დაჯილდოვდა.

წლის ექსპორტიორი "მადერა ჯორჯია" გახდა.

წლის მეწარმე "ქუთაისის უნივერსიტეტის" რექტორი ლელა ქელბაქიანი გახდა.

მერიამ ასევე სამადლობელი სერტითიკატები  სხვადახვა ორგანიზაციებს გადასცა. 

ქუთაისში საერთაშირისო  ბიზნეს ფორუმი დასრულდა. ფორუმი ორი დღე გრძელდებოდა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი