|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხუთშვილიანი ოჯახის დასახმარებლად აქცია იგეგმება

ქუთაისში დღეს სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქცია ხუთშვილიანი ოჯახის დასახმარებლად ეწყობა, რომლის ორი წევრიც მესამე დღეა მერიის წინ შიმშილობს.

ნანა დეისაძის დასახმარებალად აქცია სოციალური ქსელით ორგანიზაცია „პრაქსისის“ მიერ სოციალურ ქსელში დაიგეგმა და დღეს ცენტრალურ ბულვარში 18:00 საათზე დაიწყება.

მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ დაეხმარონ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებიც სახლის გარეშე რჩებიან, შეუძლიათ დღეს აქციას შეუერთდნენ და გაიღონ თანხა,  მათ დასახმარებლად, ან გასაყიდად გამოინატონ რაიმე ნივთი.

"ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ერთჯერადი დახმარებით მოავაგვარებთ სტრუქტურულ პრობლემას, რომელიც წლების მანძილზე იქმნებოდა არსებული ეკონომიკური წესრიგის პირობებში და რომლის დროსაც შესაძლებელი ხდება ათასობით ოჯახის უსახლკაროდ დატოვება. მაგრამ იმავდროულად მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი სოლიდარობა და არსებული პრობლემის გარშემო მობილიზაცია აუცილებელია...
გავიღოთ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია - ფული თუ ნივთები, რომლებსაც გავყიდით და დავეხმარებით ნანა დეისაძეს და მის შვილებს, რომლებიც მესამე კვირაა უშუქოდ არიან დარჩენილები და გამოსახლებისთვის განწირულები.
და მოვითხოვოთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, გაატაროს ყველა ღონისძიება, რომელიც მისი პირდაპირი მოვალეობაა"-წერენ აქციის ორგანიზატორები. 


ხუთი შვილის დედა მერიასთან მესამე დღეა შიმშილობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა