|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისთან ახლოს, ქვიტირის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
 თვითმხილველების განცხადებით, სწრაფად მომავალი "სპრინტერის" მარკის  მიკროავრობუსი ორ მოზარდს შეეჯახა.
 
 შემთხვევის შედეგად ორი მცირეწლოვანი, 13 და 14 წლის მოზარდი დაიღუპა. 
შსს-ს ინფორმაციით, ავტოასაგზაო შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთი მოზარდი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

 დაღუპულია გოგონა,  მეორე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას ნიუპრესი ამ დრომდე ცდილობს, თუმცა მოზარდის მიღების ფაქტს არც ერთ საავადმყოფოში არ ადასტურებენ.  
 
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მიკროავტობუსი ამოტრიალდა, მასში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მიკროავტობუსის მძღოლი კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრების ასაყვანად მიიჩქაროდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა