|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ეტაპზეა 270 მილიონიანი პროექტი და როდის აშენდება მინი ქალაქი ქუთაისში?

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ბედი,  რომელიც ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა,ამ დრომდე გაურკვეველია.

ცნობილია, მხოლოდ ის, რომ შერვაშიძის ქუჩაზე დაახლოებით 240 606 კვ. მეტრ ფართობზე მინი ქალაქი უნდა მოეწყოს. სამინისტროს ტერიტორია მიმდინარე წლის 21 მარტს გადაეცა.

როგორც მაშინ ქალაქის მერი შოთა მურღულია აცხადებდა, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საინვესტიციო კომპანია „აია ინტერტაიმენტთან“,  რომლის მეშვეობითაც ქუთაისში, 270 მლნ ევროს ინვესტიცია უნდა  განხორციელებულიყო.

რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ამის გარკვევას“ნიუპრესი“ ეკონომიკის სამინისტროში შეეცადა. სამინისტროდან მიღებულ პასუხში წერია:

„ქონების ეროვნულ სააგენტოში შპს „აია ინტერტაიმენტის“ განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, ქუთაისში, პარლამენტის უკან მდებარე მიწის ნაკვეთზე ტურისტული, სავაჭრო სპორტული და გასართობი ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტზე, რომლის მასშტაბებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი მხარეებს შორის საინვესტიციო პირობებთან დაკავშირებით“, - რა ეტაპზეა მოლაპარაკება ამის შესახებ სამინისტროში არ გვპასუხობენ.

მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ქუთაისის მერიაში. რაც შეეხება პირობას, რომლის მიხედვითაც ქუთაისს ტერიტორია დაუბრუნდება, ისევ ძალაშია. თუმცა, როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რაიმე მიზეზი და ალბათობა იმისა, რომ აღნიშნულ ადგილზე პროექტი არ განხორციელდება,  არ არსებობს.  თუ მოლაპარაკებები გარკვეული დროის გასვლის შემდეგ არ შედგა, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ქუთაისს დაუბრუნდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა