|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რად მინდოდა გადასატანი ყუთი"- გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩეველი უბანზე თავად მივიდა

სულიკო ახვლედიანი # 53 უბნის გადასატანი ყუთის სიაში შეიყვანეს ისე, რომ მან  ამის შესახებ არ იცოდა. ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიგა შუშანია ავრცელებს. 

"რად მინდოდა გადასატანი ყუთი, უბანზე მოვედი და მივეცი ხმა," -აცხადებს სულიკო ახვლედიანი.  მისი თქმით, მას გადასატანი ყუთის სიაში შესატანად განცხადება არ დაუწერია და არც იმის შესახებ იცოდა, თუ არ სიაში იყო შეყვანილი.

 ის # 53 საარჩევნო უბანზე თავად მივიდა და ხმა მისცა. 

ფაქტის შესახებ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საჩივარი შეადგინა. შუშანიას განმარტებით, ,  გადასატანი ყუთის სიაში  მოსახვედრად თვითონ მოქალაქემ უნდა განაცხადოს. ეს ფაქტი კი ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თვითონ შეიყვანა სიაში ადამიანები, რომ შემდეგ  და მათ ნაცვლად ხმა სხვამ მისცეს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა