|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაში ადანაშაულებს გიგა შუშანია ქუთაისის მერიას?

მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა შუშანია ქუთაისის მერიას მიმართავს და პრობლემების იგნორირებასა და "სირაქლემის პოზიციაში ყოფნაში" ადანაშაულებს. 

იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი  ქუთაისის მერიას შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მისეულ ხედვას სთავაზობს.

"ქუთაისის მერია,  ჯერ კიდევ არის შანსი, რომ პრობლემა ყველას ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდეს. გამოსავალი შემდეგში მდგომარეობს:
1. შეამცირეთ ყოველწლიური მოსაკრებელი, რაც მძღოლების გეგმას შეამცირებს და გაზრდილ ხარჯებს დააბალანსებს.
2. გაზარდეთ ბენეფიციართა კატეგორია და შესაბამისად გაიზრდება ტრანსპორტზე გადარიცხული თანხა. ესეც მძღოლებს შეუმსუბუქებს გაძვირებით გამოწვეულ ტვირთს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანსპორტზე ფასების ზრდა გარდაუვალია და ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით.

და ბოლოს, ტრანსპორტის მატყუარა და უპასუხისმგებლო განყოფილების უფროსის გადაყენება არ დაგავიწყდეთ. მისი ფასი და ავტორიტეტი ნულის ტოლია, იმდენი სისულელე და სიცრუე გაავრცელა ბოლო დროს"-აცხადებს გიგა შუშანია.

საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ შუშანიას მიერ გამართულ ბრიფინგს, რომელიც ტრანსპორტზე ფასების მოსალოდნელ გაძვირებას ეხებოდა. მაშინ მერიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სიცრუის გავრცელებასა და თემის აჟიტირებით დაინტერესებაში დაადანაშაულა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა