|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისმა რეგიონალური განვითარების ფონდიდან 6 მილიონი ლარი მიიღო"

პროექტთან დაკავშირებით რეგიონალური განვითარების ფონდიდან 6 მილიონი ლარი მიიღო- ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.

 "რეგიონალური განვითარების ფონდიდან 6 მილიონი ლარი მივიღეთ.  ზოგჯერ თებერვალში ხდებოდა ამ თანხის მოცემა და ტენდერების გამოცხადება გვიანდებოდა. ახლა უკვე დავიწყებთ ტენდერების გამოცხადებას. ქალაქისათვის ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს. ყველაზე დიდი პროექტი რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იქნება, რისთვისაც 3 600 000 ლარი დაიხარჯება", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისი წლის განმავლობაში რეგიონალური განვითარების ფონდიდან კიდევ რამდენიმე მილიონი ლარის მიღებას ელოდება, რის საფუძველზეც, როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, ქალაქის ბიუჯეტი 55 მილიონიდან 70 მილიონამდე გაიზრდება. პირველ ეტაპზე კი ქალაქი 11 მილიონის გამოყოფას ელოდა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა